ნიკა გვარამია - ეს დღის წესრიგი არის მათი და დაე, იარონ თავის დღის წესრიგით, ოღონდ მარტო იარონ, ჩვენ არ უნდა გავყვეთ

დასავლეთი მხარს უჭერს ყველას, ვინც საქართველოს უჭერს მხარს და საქართველო მიჰყავს დასავლურ ოჯახში, ასე რომ, არ უნდა აგვერიოს ეს და არ უნდა გავიბღინძოთ, - ამის შესახებ პარტია "ახალის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, აპირებს, რომ დრო და ენერგია დაუთმოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და არა პარლამენტარების განცხადებას. 

"ტრივიალური ამბავი იქნება დავასკვნათ, რომ იმას მიანიშნებს, რომ  ადამიანი ყოველთვის ხვდება საფრთხეს საიდან ემუქრება ყველაზე მეტად და ამიტომ ცდილობს ადრესირებას ზუსტად იმ მიმართულებით. კი ბატონო, გააგრძელონ ეს, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი ნამდვილად არ არის, მომაბეზრებელი და გულის ამრევია უკვე ამის მოსმენა უსასრულოდ და კიდევ უფრო მომაბეზრებელი და გულის ამრევია ამაზე პასუხების გაცემა და მაყურებლისთვის, ალბათ, ეს პასუხები კიდევ უფრო უინტერესოა. 

მე არ ვაპირებ ამით დავკავდე და არ ვაპირებ, რომ ადამიანები ამით დავღალო. გაცილებით მეტი დროის და ენერგიის დახარჯვას ვაპირებ ბევრად მნიშვნელოვან საქმეებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ულევია და მათ შორის, პაპუაშვილი და მისი განცხადებები, არც სხვების განცხადებები, არ შედის. ეს დღის წესრიგი არის მათი და დაე, იარონ თავის დღის წესრიგით, ოღონდ მარტო იარონ, ჩვენ არ უნდა გავყვეთ",- განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებას ევროპელი პარტნიორები საქართველოში არა დეპოლარიზაციის შემცირების, არამედ რადიკალური დღის წესრიგის შემოტანის მიზნით ითხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები