"ნარკოტიკი კლავს, გადაგვირჩინეთ შვილები" - ბათუმში აქცია გაიმართა

"ნარკოტიკი კლავს, გადაგვირჩინეთ შვილები, ნუ გაჩუმდებით", - ამ სლოგანით ბათუმში, ევროპის მოედანზე ქალებმა აქცია გამართეს. მათ ნარკოპოლიტიკა და ამ მხრივ არსებული პრობლემები გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებსაც ნარკოტიკი შემოაქვთ საქართველოში. 

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა ნარკოტიკულ საშუალებებს?! ყველამ უნდა ავიმაღლოთ ხმა ნარკოტიკის წინააღმდეგ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვთხოვოთ მთავრობას, რომ გამოავლინოს ყველა ის შემომტანი, რომელსაც საქართველოში შემოაქვს ნარკოტიკული საშუალებები და აგრეთვე ისინი, ვინც ავრცელებენ ამას და უნდა იყოს სასჯელის უმაღლესი ზომა მიღებული", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

"ჩვენ ვიბრძვით ნარკომანიის წინააღმდეგ. ვითხოვთ, გამოავლინონ ის ხალხი, რომელიც ეწევა ამ სამსახურს და გვიღუპავენ შვილებს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

უახლესი ამბები