ხატია დეკანოიძე - სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ჩვენი 10 საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნების დეპუტატების მობილიზაცია

ეს არის პასუხისმგებლობა უმრავლესობის დელეგაციის, რომელმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ, ანტიდასავლური პოლიტიკა აწარმოვა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევრონესტზე ჩავარდნილი ინიციატივის პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.

"სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ჩვენი 10 საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნების დეპუტატების მობილიზაცია იმისათვის, რომ რეზოლუციის ინიციირება მომხდარიყო.

ის, რომ ვერ ხერხდება მოგროვება ევრონესტის შემადგენლობაში მყოფი დელეგაციის ქვეყნების წარმომადგენლების, დეპუტატების, ეს არის ძალიან ცუდი საქართველოსთვის და ფაქტია, რომ პირველ რიგში, ეს არის პასუხისმგებლობა უმრავლესობის დელეგაციის, რომელმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ, ანტიდასავლური პოლიტიკა აწარმოვა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ქართული ოცნების" ინიციატივა ევრონესტზე, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო ვერ გავიდა. ინიციატივას ხელი ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა არ მოაწერეს. დოკუმენტში მოწოდებული იყო, რომ ევროკავშირს სასწრაფოდ გაეხსნა მოლაპარაკებები 3 კანდიდატი ქვეყნისთვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები