გიორგი ვაშაძე - თუ მოქმედი ხელისუფლება არ შეასრულებს 9 პირობას, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ზუსტად 3 თვეში შევასრულებთ

მომავალი კოალიციური მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახელით გარწმუნებთ, რომ თუ დღევანდელი მოქმედი ხელისუფლება არ შეასრულებს 9 პირობას, ჩვენ ზუსტად 3 თვეში შევასრულებთ ყველა პირობას, რადგან საქართველო იმსახურებს თავისუფლებას და ევროპას, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვაშაძემ ასამბლეაზე მყოფ პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული დახმარებისთვის.

"ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, 2023 წლის ორი ძლიერი სურათი კვლავ თვალწინ გვიდგას, მამაცი ქართველი დედა, რომელიც აფრიალებს ევროპულ დროშას, ივანიშვილების პარტიის  წყლის ჭავლის მიუხედავად.
ხოლო მეორე, ხალხით სავსე ქუჩები და გულწრფელი ზეიმი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ.

ჩემთვის პატივია, თქვენ წინაშე წარმოვადგინო საქართველო, რომელიც არის უძველესი ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არის,  რომ მე თქვენ წინაშე გამოსვლა მიწევს იმ ისტორიული შესაძლებლობის წინა პერიოდში, რასაც საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა ჰქვია. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მეგობრებს და მადლობა ჩემს ქართველ ხალხს, რომელმაც ბევრი იბრძოლა თავისუფლებისა და ევროპისთვის. მადლობა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, სწორედ მათმა ბრძოლამ თავისუფლებისთვის გახადა შესაძლებელი ჩვენი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა. 

2024 წლის ოქტომბერში საქართველოში არის საპარლამენტო არჩევნები და მომავალი კოალიციური მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახელით გარწმუნებთ, რომ თუ დღევანდელი მოქმედი ხელისუფლება არ შეასრულებს ამ 9 პირობას, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ზუსტად 3 თვეში შევასრულებთ ყველა პირობას, რადგან საქართველო იმსახურებს თავისუფლებას და ევროპას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები