გიორგი ვაშაძე - მინდა, მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკური ნება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან დაფიქსირებულია

ჩვენი მუშაობის შედეგია, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად 2024 წლისთვის სრულად მზად იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის კარი საქართველოსთვის ღიაა და 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.

"უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ევროპული პარტიების ოჯახი საკუთარ საარჩევნო დაპირებაში და სახელმძღვანელო დოკუმენტში პირდაპირ მიზნად ისახავს, რომ საქართველოს ხელი შეუწყოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად 2024 წლისთვის სრულად მზად იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის. ფაქტია, რომ ევროპის კარები ჩვენთვის ღიაა. ამ ყველაფერს ვინც დღეს ეწინააღმდეგება, არის ივანიშვილის პარტია, რომელიც მუდმივ პროვოკაციული ქმედებებით არის დაკავებული. 

ჩვენ გვინდა ევროკავშირი ძლიერი ეკონომიკისთვის, ევროპული ინვესტიციებისთვის, გვინდა ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისთვის, იმავე ფასების სტაბილიზაციისთვის, გლობალური, ამ დიდი ეკონომიკის ნაწილი რომ გავხდეთ და ის კეთილდღეობა, რაც ევროპაშია, მოვიტანოთ საქართველოში. ამისთვის 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი. 

მინდა, მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს. პოლიტიკური ნება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან დაფიქსირებულია. ეს არის ის მუშაობა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და სწორედ ამისთვის ვიყავით ბრიუსელში, სადაც პარალელურად, ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა სავაჭრო პალატებში, ეკონომიკურ დარგში, ევროკომისრის ოფისთან, სხვა მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და ვულოცავ კიდევ ერთხელ ყველას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც რეკომენდაციებსა და საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები