რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ დიდი მასშტაბის სამხედრო აგრესიის შეჩერების გარეშე, კვლავაც განიცდის მნიშვნელოვან ზარალს, კერძოდ, შავი ზღვის ფლოტმა დაკარგა ფუნქციური აქტივობა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის გრანტ შაპსი წერს.
"უკრაინის მიმდინარე უკანონო ოკუპაცია დიდ ზიანს აყენებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, რომელიც ახლა ფუნქციურად არააქტიურია”, - წერს შაპსი.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის ფლოტი შავ ზღვაში 1783 წლიდან არის, ახლა კი იძულებულია პორტებში შეზღუდოს.
"იქ პუტინის გემები იძირებიან", - წერს ის.
24 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ძალებმა დაარტყეს რუსი ოკუპანტების ობიექტებს სევასტოპოლში. განადგურდა რუსეთის ფედერაციის ორი დიდი სადესანტო გემი - "იამალი" და "აზოვი" და საკომუნიკაციო ცენტრი.