მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს სალომე ზურაბიშვილს დღეს გადასცემენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა იმართება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" , სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ, წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყეს, შემდეგ ისინი ზუგდიდში, ქუთაისში და გორში შეჩერდებიან და აქციებს გამართავენ, ბოლოს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივლენ და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემენ.

როგორც მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, მსვლელობაში მონაწილეობენ სხვა პარტიის წარმომადგენლებიც კი, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ჰუმანურობიდან გამომდინარე უჭერენ მხარს.

"სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს ვიწყებთ გამარჯვებული წალენჯიხიდან, ყველაზე მამაც და ყველაზე გამბედავ ადამიანებთან ერთად. დიახ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ასიათასობით ჩვენმა მოქალაქემ ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ეს დღე აუცილებლად შევა თავისი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და სალომე ზურაბიშვილმა ძალიან სწრაფად უნდა გადაწყვიტოს, ვის ირჩევს, ევროპული დემოკრატიის გზას, თუ ის ირჩევს რუსული ავტორიტარიზმის გზას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა  სოფო ჯაფარიძემ.

თემურ ჯანაშიას თქმით, იმისთვის, რომ რეფორმების გზით იაროს ქვეყანამ, საჭიროა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება.

"ჩვენ შევაგროვეთ ასი ათასობით ხელმოწერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ქალბატონი პრეზიდენტი გადადგამს ღირსეულ ნაბიჯს, რადგან ეს ნაბიჯი დღეს სჭირდება ქვეყანას, ევროპულ მომავალს, ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას, ადამიანების დაბრუნებას ქვეყანაში და იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ისევ და ისევ მიმზიდველი მსოფლიოსთვის. 

დღეს ჩვენ ვიმყოფებით სიმბოლურ ადგილას, ეს არის წალენჯიხა, გამარჯვებული წალენჯიხა, ეს არის ადგილი, საიდანაც ხალხის ნება ყველაზე კარგად ვნახეთ უახლოესი ისტორიის წინ და ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, დაემორჩილება ხალხის ნებას და ხალხის ნება მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა არ შეიძლება გაჩერებული იყოს, ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, ეკონომიკა წინ მიდიოდეს და ამისთვის საჭიროა რეფორმების გზით იაროს ქვეყანამ, ამისთვის საჭიროა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება", - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები