მიხეილ სააკაშვილი - იმ ქვეყანას ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ

მე არ მეშინია არანაირი რეპრესიების და შემდგომი ციხის. იმ ქვეყანას ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ. საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ ოჩამჩირეში რუსების მიერ პორტის აშენება მოიტანა.

"მე არ მეშინია არანაირი რეპრესიების და შემდგომი ციხის იმიტომ, რომ კარგად ვიცი, ეს გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, არის ის გზა, რომ აგერ, ოჩამჩირეში აგვიშენეს პორტი ივანიშვილის მმართველობის 12 წლის თავზე, რომელმაც ბათუმში გააჩერა სუპერ თანამედროვე პორტის მშენებლობა, გააჩერა ფოთის აეროპორტის მშენებლობა, ლაზიკის პორტის მშენებლობა. აი, ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ მივიღეთ ოჩამჩირეში ეს უბედურება. რომ ყოფილიყო ეს პორტები, ვერავინ გაბედავდა ამის გაკეთებას იმიტომ, რომ მთელი მსოფლიოს ინტერესი იქნებოდა ამ ყველაფერში ჩადებული. არ შეიძლება საქართველოს ბედს წყვეტდნენ მევახშეები. ერთი მთავარი მევახშე იყო სათავეში. ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ. საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ჩვენი ქვეყნის მართვას, ამისთვის ჩვენ გვჭირდება მობილიზება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები