ხატია დეკანოიძე - გაცილებით უფრო კორუმპირებულია, ვიდრე ეს ჩანს, გაცილებით უფრო დიდია მისი კლანი

გაცილებით უფრო კორუმპირებულია, ვიდრე ეს ჩანს, გაცილებით უფრო დიდია მისი კლანი. უფრო მაღალი სასჯელი ეკუთვნის იმ სამოხელეო დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილი აქვს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არავის სჯერა იმის, რაც ღარიბაშვილმა დეკლარაციაში მიუთითა, რადგან მას ბევრად მეტი შემოსავალი აქვს რეალურად.

"არავის სჯერა ღარიბაშვილის ეს შემოსავალი, არც ის არავის სჯერა, რომ პენსიონერი მამა ჩუქნის, არც ის არავის სჯერა, რომ მას რეალურად აქვს ის შემოსავალი, რასაც ის წერს. გაცილებით მეტი აქვს, გაცილებით უფრო კორუმპირებულია, ვიდრე ეს ჩანს, გაცილებით უფრო დიდია მისი კლანი, გაცილებით უფრო ბევრი ფული იშოვეს მისმა კლანის წევრებმა და გაცილებით უფრო მაღალი სასჯელი ეკუთვნის იმ სამოხელეო დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილი აქვს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განახლებული დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც,  2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს;  მისი ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო, 14 ათასი ლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები