"ყველაფერი შესაძლებელი რჩება" - საფრანგეთის პარლამენტი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პარლამენტი კვლავ შესაძლებლად მიიჩნევს უკრაინაში ჯარების გაგზავნას, - ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ იაელ ბრონ-პივემ განაცხადა.

ოდესაში გამართულ ბრიფინგზე ბრონ-პივემ კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებებზე და აღნიშნა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

"რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აპრიორი არაფერს გამორიცხავს. იმ პოზიციაში, რომელიც საფრანგეთმა აჩვენა, დემონსტრირებას ახდენს და გამოავლენს, რომ ომის დასრულებამდე, გამარჯვებამდე არაფერია გამორიცხული, ყველაფერი შესაძლებელია. არ ვაპირებ პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტაციას, ეს პოზიცია საკმაოდ ნათელია“, - განაცხადა ბრონ-პივემ.

თებერვლის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა, რომ დასავლეთის ქვეყნებს შეეძლოთ ჯარების გაგზავნა უკრაინის დასახმარებლად.

მოგვიანებით, საფრანგეთის ლიდერმა განმარტა, რომ მის ქვეყანას შეუძლია თავისი სამხედროები გაგზავნოს უკრაინაში, თუ რუსეთი კვლავ დაიწყებს შეტევას კიევზე ან ოდესაზე.

მარტში მაკრონმა კვლავ გააკეთა განცხადება უკრაინაში ფრანგული ჯარების შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ვარიანტი არ არის გამორიცხული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები