ბესიკ ამირანაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბაკურიანში თოვლის მასაში მოყოლილი დიმიტრი გოგოლაძის გარდაცვალების გამო

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი დიმიტრი გოგოლაძის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

"ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს.

მინდა, მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და რელიეფის მიუხედავად, 4 დღის განმავლობაში, ინტენსიურად ეძებდნენ ზვავში მოყოლილ პიროვნებას", - აღნიშნულია ბესიკ ამირანაშვილის წერილში.

28 მარტს, დაბა ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. 5-კაციანი ჯგუფი ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე "ბურანებით" ტურში იმყოფებოდა. უბედურ შემთხვევას 4 ადამიანი გადაურჩა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები
12 საათის 34 წუთის წინ