ბესიკ ამირანაშვილმა ახალქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.

საგზაო ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მცირე ჩამონათვალია, რაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამჟამად მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილე დავით ვარდიაშვილთან, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ სამველ მანუკიანთან, ახალქალაქის მერ მელქონ მაკარიანთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ქალაქ ახალქალაქში შენდება პირველი ქართული ბაღი, რომელი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. რეაბილიტაცია უტარდება ქალაქის პირველ, მეორე და მესამე საბავშვო ბაღებს. პროექტების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს აღემატება და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეწყობა ცენტრალური და შიდა სასოფლო საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორისაა, აბული-კარტიკამის, ხულგუმო-გულიკამისა და გომან-ოლივერდის გზები, რომელთა ჯამური ღირებულებაც 5 მლნ ლარია.  პროექტები როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები