თურქეთში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა

თურქეთში, დიარბექირში, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დროს, მოქალაქეებს შორის დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რომელიც სროლით დასრულდა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ათზე მეტი კი დაშავდა.

თურქულ გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დროს წარმოქმნილი დავა გადაიზარდა ჩხუბში ქვებით და ჯოხებით, ასევე პისტოლეტების გამოყენებით.

ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად 44 წლის მამაკაცი  საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ასევე ცნობილია 12 დაშავებულის შესახებ, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

გამოცემის ინფორმაციით, მასობრივი დაპირისპირების გამო სამედიცინო ჯგუფები მისვლას ვერ ახერხებდნენ და ადგილზე  ადგილზე ჟანდარმერიის გამაძლიერებელი ჯგუფები გაგზავნეს.

სამართალდამცველებმა დაკეტეს იმ დასახლებული პუნქტის შესასვლელი და გასასვლელი, სადაც ტრაგედია მოხდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ სროლის შედეგად დაღუპული მამაკაცი არჩევნებში ერთ-ერთი პარტიის ოფიციალური წარმომადგენელი იყო.

როგორც მედია წერს, სამიზნე გახდნენ ასევე ჟურნალისტები, გარდა ამისა, დაზიანდა სასწრაფო დახმარების ორი მანქანა.

დღეს, 31 მარტს, თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ისინი ტარდება 81 პროვინციაში.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ  განაცხადა, რომ მარტის ადგილობრივი არჩევნები მის პოლიტიკურ კარიერაში ბოლო იქნება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები