თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

თურქეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრა აჩვენებს, რჩება თუ არა მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანამდებობაზე, ან გადადის თუ არა ძალაუფლება ოპოზიციის ხელში 20 წლის განმავლობაში პირველად. თურქეთში, დღესვე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

თურქეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში სამ კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება; ესენი არიან: ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ და ასევე – სინან ოგანი. კიდევ ერთმა კანდიდატმა მუჰარემ ინჯემ საკუთარი კანდიდატურა 11 მაისს მოხსნა.

მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება ადგილობრივი დროით 08:00-დან 17:00 საათამდე შეეძლებათ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება სულ 64.1 მილიონ მოქალაქეს აქვს.

არჩევნების დაგეგმილზე ერთი თვით ადრე ტარდება. კენჭისყრა სიმბოლურ დღეს დაემთხვა - სწორედ 1950 წლის მაისში გაიმარჯვა დემოკრატიულმა პარტიამ, ადნან მენდესის ხელმძღვანელობით, რითაც დაასრულა რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) ერთპარტიული მმართველობა.

გამარჯვებულად ჩაითვლება საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც არჩევნების პირველივე ტურში ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური, რომელიც შესაძლოა, 28 მაისს ჩატარდეს.

თურქეთში პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა კანდიდატიას ორი ვადით შეუძლია. რესპუბლიკის მოქმედი მეთაური რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკვე მე-3 ვადით იყრის კენჭს.

ის პირველად პრეზიდენტად 2014 წელს აირჩიეს, 3 წლის შემდეგ კი თურქეთში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდა, რომელმაც მმართველობის ფორმა შეცვალა. ქვეყანა საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადავიდა. ერდოღანის საპრეზიდენტო ვადა "განულდა" და მან არჩევნებში კიდევ ორჯერ მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, მასში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი. 600 დეპუტატი ირჩევა 5 წლით პროპორციული სისტემით.

წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, მთავარი ბრძოლა ორ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის წარიმართება.

თურქეთის ამჟამინდელი ლიდერი, 69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო რბოლაში ერთ-ერთი ფავორიტია. ის თურქეთის რესპუბლიკაში 20 წელია, ხელისუფლებაშია. ერდღოანი პრემიერ-მინისტრის პოსტს 2003 წლიდან 2014 წლამდე იკავებდა და პრეზიდენტი 2014 წელს გახდა. არის მმართველი პარტიის (სამართლიანობისა და განვითარების პარტია) ხელმძღვანელი. 1994-1998 წლებში ერდოღანი სტამბოლის მერი იყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი ოპონენტი 2002 წლიდან თურქეთის პარლამენტის წევრი 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ. ის ხელმძღვანელობს რესპუბლიკურ სახალხო პარტიას, რომლის ლიდერი თანამედროვე რესპუბლიკის დამფუძნებელი მუსტაფა ქემალ ათათურქი იყო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები