პაატა მანჯგალაძე - მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე რომ ვლაპარაკობთ, "ქართული ოცნებით", ღარიბაშვილით დავიწყოთ

მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე რომ ვლაპარაკობთ, მოდით, "ქართული ოცნებით", ღარიბაშვილით დავიწყოთ და აღმოჩნდება, რომ კეთილსინდისიერებასთან არავითარი საერთო არ აქვთ, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მოწყვეტილია რეალობას.

"ადამიანურადაც სამწუხაროა და ქვეყნისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ეს ყველაფერი. მმართველი პარტიის თავმჯდომარე მოწყვეტილია რეალობას, საერთოდ არ იცნობს ხალხის საჭიროებებს და ლაპარაკობს მილიონერ მამაზე, როცა ხელისუფლებაში მოსვლის დროს პირდაპირ თქვა, რომ ძალიან მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა, სტუდენტობა, არანაირი შემოსავალი ოჯახიდან არ ჰქონია და ახლა ამბობს, რომ მამამისი არის მილიონერი. როდის გახდა მამამისი მილიონერი? მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე რომ ვლაპარაკობთ, მოდით, "ქართული ოცნებით“, ღარიბაშვილით დავიწყოთ და აღმოჩნდება, რომ კეთილსინდისიერებასთან არავითარი საერთო ღარიბაშვილს და “ქართულ ოცნებას” არ აქვს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები