ვლადიმერ ბოჟაძე - მამუკა მდინარაძის განცხადება ღირსეული ქვეყნის ღირსეული პოლიტიკოსის განცხადებაა

გაუგებარია ამერიკის მხრიდან ე.წ. სანქციები, ვიზების გაცემის აკრძალვა მოსამართლეების მიმართ, გვარამიას მოსამართლისთვის სასწავლო ვიზიტის გაუქმება, "ვეტინგის" სისტემის თავზე მოხვევის მცდელობა, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბარი, - წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

“საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და პოლიტიკური მიუკერძოებლობა მრავალი საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული. სტრასბურგის სასამართლომ არაერთხელ დაადასტურა ქართული მართლმსაჯულების ობიექტურობა და სამართლიანობა, მათ შორის  სააკაშვილის, მერაბიშვილის, უგულავას, მელიას, გვარამიას და სხვა გახმაურებულ საქმეებზე. სასამართლო სისტემის რეფორმის შედეგად გაიზარდა გამამართლებელი  განაჩენების რაოდენობა, შემცირდა სტრასბურგში შეტანილი სარჩელების რაოდენობა, რამაც გაზარდა მოქალაქეების ნდობა. ამ ფონზე გაუგებარია ამერიკის მხრიდან ე.წ. სანქციები, ვიზების გაცემის აკრძალვა მოსამართლეების მიმართ, გვარამიას მოსამართლისთვის სასწავლო ვიზიტის გაუქმება, ,,ვეტინგის" სისტემის თავზე მოხვევის მცდელობა, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბარი. რეალურად სუვერენული, დამოუკიდებელი და ღირსეული სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, მათ შორის არც მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოს.

მამუკა მდინარაძის განცხადება სწორედ ღირსეული ქვეყნის, ღირსეული პოლიტიკოსის განცხადებაა, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლოს შესახებ სიმართლე იცოდეს ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, არავის მიეცეს ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელების უფლება, ვერავინ მოახდინოს გავლენა მოსამართლეზე და მით უმეტეს პასუხი მოითხოვოს კონკრეტული გადაწყვეტილების გამო. ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად თანასწორუფლებიანად და მეგობრულად უნდა დაგვეხმაროს კიდევ უფრო უკეთესი გახდეს ჩვენი სასამართლო სისტემა, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ან მოიხსნას სანქციები ან დაიდოს კონკრეტული მტკიცებულებები. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ვერავის მისცემს უფლებას გარედან მართოს სასამართლო სისტემა ან პოლიტიკური პროცესები”, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები