3-5 აპრილს ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 3 აპრილიდან 5 აპრილამდე 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება.

დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები