ზურაბ ჯაფარიძე - ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ევროინტეგრაციის გზაზე

ივანიშვილის ქმედებაზე ერთადერთი პასუხი  არის ხალხის გამოღვიძება და იმის დანახვა, რომ ეს ქვეყანა ამ კაცს მძევლად ჰყავს აყვანილი, - ამის შესახებ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენჯერაც ევროკავშირისგან მოდის რეკომენდაციები, იმდენჯერვე ივანიშვილი საბოტაჟს უწყობს მათ და ემუქრებათ.

"ჩემი აზრით, ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ევროინტეგრაციის გზაზე. ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლეთიდან მოდის კონკრეტული რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეფორმაა  ქვეყანაში გასატარებელი იმისათვის, რომ ჩვენ წავიწიოთ ერთი ნაბიჯით წინ ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, წლის ბოლოს გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას, ყოველ ჯერზე, როცა იქიდან მოდის რეკომენდაციები, რომ თქვენ რეფორმები უნდა გაატაროთ მართლმსაჯულების სისტემაში, კორუფციასთან ბრძოლაზე, აქედან ივანიშვილის პასუხი არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა და ასეთი ტიპის ნაბიჯებით სიგნალს უგზავნის იმათ, რომ თუ კიდევ მომაწვებით, მე აქ შემიძლია კიდევ უარესები გავაკეთო, იმიტომ რომ სრულად ვაკონტროლებ აქაურობას, ამაზე ერთადერთი პასუხი  არის ხალხის გამოღვიძება და იმის დანახვა, რომ ეს ქვეყანა ამ კაცს მძევლად ჰყავს აყვანილი", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები