ზურაბ ჯაფარიძე - ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს, დაკავების დღიდან გასაგები იყო, რომ გრიგორიადისი სპეციალურად გამოარჩიეს

ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს, დაკავების დღიდან გასაგები იყო, რომ გრიგორიადისი სპეციალურად გამოარჩიეს და დაიჭირეს განსხვავებული გარეგნობის გამო, - ამის შესახებ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებას"ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გრიგორიადისის საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, გარდა პოლიციელების ცრუ ჩვენებებისა.

"დაკავების დღიდან გასაგები იყო, რომ ეს ადამიანი სპეციალურად გამოარჩიეს და დაიჭირეს განსხვავებული გარეგნობის გამო, რომ მისთვის გადაებრალებინათ ყველაფერი.

ვინც პროცესს ესწრებოდა, ყველამ ნახა, რომ არანაირი მტკიცებულება არ წარმოდგენილა სასამართლოზე გარდა იმისა, რომ პოლიციელები სტანდარტულად მოდიან ხოლმე პროცესებზე და იძლევიან ცრუ ჩვენებებს. ყველაფერი ეყრდნობა მათ ჩვენებებს, რომლებიც აბდაუბდაში გაეხვნენ და ერთმანეთს ეწინააღმდეგება მათი ჩვენებები, ამიტომ, ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა იმართება. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები