საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 2024 წლის 8 აპრილს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე მალხაზ გიორგაძის დაკავებისას განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის თანამშრომლებს ძალადობასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. მალხაზ გიორგაძის თქმით, გასულ ღამეს კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა, საპატრულო პოლიციამ მისი გაჩერება სცადა, თუმცა ის პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა.

მისივე თქმით, პოლიცია შეიჭრნენ მის ბინაში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და მის ხანში შესულ მამას. ოჯახის ინფორმაციით, ჩხრეკის ორდერის არარსებობის მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს მათი ბინა.

შსს-ს ინფორმაციით, ნასვამი მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა და პატრულ-ინსპექტორებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

მსგავსი სიახლეები