მაკა ბოჭორიშვილი - სრულად უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციას მიმართავს კითხვით, რამდენ პროცენტამდე უნდა დაეცეს მათი რეიტინგები, რომ მიხვდნენ, რასაც ისინი წარმოადგენენ, იმის ადგილი ქართულ საზოგადოებაში აღარ არის.

მისივე  განცხადებით, უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობა მოიწონოს.

"ევროპული ფასეულობა ქართული ოპოზიციის გაგებით ყოფილა:

ძალადობა!

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა!

ადამიანების სტიგმატიზება ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით!

სამშობლოს გაუქმება და ყველაფრის გადახაზვა, რისთვისაც იბრძოლა ქართველმა ხალხმა!

რომელ ევროპაზე საუბრობთ? 

სად მიდიხართ? 

ვინ შეგიშვებთ ოჯახში?

საბედნიეროდ, თქვენ არც საქართველოს სახე ხართ და არც ქართველი ხალხის!

რამდენ პროცენტამდე უნდა დაეცეს თქვენი რეიტინგები, რომ მიხვდეთ მარტივ ჭეშმარიტებას: თქვენ რასაც წარმოადგენთ, იმის ადგილი ქართულ საზოგადოებაში აღარ არის!

მეტი ლუსტრაცია რაღა უნდა იყოს?! 

სრულად უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობას ტაში უკრას", - წერს მაკა ბოჭორიშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები