თინა ხიდაშელი - ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ელემენტარულ წესებში ვერ ერკვევა

ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ელემენტარულ წესებში ვერ ერკვევა ან ერკვევა და შეგნებულად არღვევს ამ წესებს, - ამის შესახებ ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე უარყოფითი ქმედებების რეკორდს ხსნის ელჩების დაბარებით.

"ბატონმა კობახიძემ გადაწყვიტა ახლა, რომ ყველა უარყოფითი რეკორდი უნდა დაანგრიოს, რომელიც "ქართულ ოცნებას"  შექმნილი აქვს და რომელიმე ერთს კი არ უტევს კონკრეტულად, კოლექტიურად მთელი დასავლური სამყარო ერთიანად გამოიწვია პოლიტიკურ დებატებში. ეს არის საოცარი უწიგნურობის, უცოდინარობის გამოვლინება და ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ელემენტარულ წესებში ვერ ერკვევა ან ერკვევა და შეგნებულად არღვევს ამ წესებს. არ მახსენდება, რომ პუტინსაც კი ან ლუკაშენკოს ეკადროს ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება, რაც კობახიძისგან გუშინ მოვისმინეთ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ირაკლი კობახიძემ გუშინ  განაცხადა, რომ დიპლომატებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ " კანონთან დაკავშირებით მსჯელობას სთავაზობდა. დღეს კი მთავრობის ადმინისტრაციაში ელჩებსა და ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა შედგა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები