პარლამენტის პლენარული სხდომა დასრულდა. დეპუტატების ნაწილმა საკანონმდებლო ორგანო უკვე დატოვა.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პოლიტიკური გამოსვლები პარლამენტში 17 აპრილს, 12:00 საათზე განახლდება.
პარლამენტის შენობასთან აქცია გრძელდება. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველთა და სპეციალური დანიშნულების ჯგუფებია მობილიზებული. ვითარება დაძაბულია.
შეკრებილები კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ.