წყალტუბოში ახალგაზრდობის სკვერი გაიხსნა

წყალტუბოში ახალგაზრდობის სკვერი გაიხსნა

წყალტუბოში ახალგაზრდობის სკვერი გაიხსნა.

ქალაქ წყალტუბოში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე, ახალი რეკრეაციული სივრცე - „ახალგაზრდობის სკვერი" გაიხსნა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

"წყალტუბოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, გაკეთდა სპორტული მოედანი, საბავშვო ატრაქციონები და ამფითეატრი. ახალ რეკრეაციულ სივრცეში გაიმართება როგორც სპორტული, ასევე საგანმანათლებლო და სხვა კულტურული ღონისძიებები. მსგავსი მრავალფუნქციური სივრცეები ქალაქის სხვა უბნებშიც მოეწყობა"- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ

ახალგაზრდობის სკვერში ასევე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების ქსელი, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. კეცხოველის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

დღესვე, ახალგაზრდობის სკვერში ა(ა)იპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ვოკალური ჯგუფის ,,ოცნების'' კონცერტი გაიმართა და სპორტული აქტივობები ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები