იმერეთის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წყალტუბოს სახალხო თეატრმა პრემიერა გამართა

იმერეთის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წყალტუბოს სახალხო თეატრმა პრემიერა გამართა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო დავით კლდიაშვილის ნაწარმოები "ბაკულას ღორები", (ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - ზაზა კიკნაველიძე). 

თეატრის სცენაზე კვლავ გაცოცხლდა კლდიაშვილის უკვდავი სატირა, იმერული კილოს კილოკავის დამახასიათებელი ხიბლით.

მსახიობებმა შთამბეჭდავად წარმოაჩინეს მეცხრამეტე საუკუნის იმერელი აზნაურების ყოფის სცენები , რასაც დამსწრე საზოგადოების ოვაციები მოჰყვა.

პრემიერას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი.

სპექტაკლის პრემიერა წყალტუბოში წარმატებით შედგა.

16 ივნისს თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, წყალტუბოს სახალხო თეატრი "ბაკულას ღორებს" ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები