წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 24 საბავშვო ბაღი კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 24 საბავშვო ბაღი საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე სტანდარტებით წარმართვის მიზნით კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა.

საბავშვო ბაღების მენეჯერებს კომპიუტერები და მრავალფუნქციური პრინტერები მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან ერთად გადასცა.

ა(ა)იპ ,,წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების" მმართველ გიორგი იობიძესთან და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას თვითმმართველობის პირველმა პირებმა ბავშვებისათვის კომფორტული გარემოს შექმნისა და სწავლების პროცესის ინოვაციური მეთოდებით წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

",ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა. მზად ვარ ამ მიმართულებით ხელი შევუწყო ყველა საჭირო პროექტისა და პროგრამის განხორციელებას, ასევე, პედაგოგების თხოვნის გათვალისწინებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება თანხის გამოყოფა ახალი საბავშვო წიგნების შესაძენად“- აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.

ამ ეტაპზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ქალაქის N 1 და სოფელ გეგუთის N 11 საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაციის პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოები. ასევე შენდება 150 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი, აფხაზეთის ქუჩაზე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 24 საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებას 1500-მდე აღსაზრდელი იღებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები