უკრაინის საგარეო უწყება - რეალური საფრთხე საქართველოსთვის რუსიფიკაციაა და არა მითური "უკრაინიზაცია“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს "უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებით.

"მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი საპროტესტო აქციის უფლებას და სიტუაციიდან გამოსავალი ეძიონ კონსტრუქციული დიალოგის გზით.

მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელი პირობაა ქვეყნის ევროპული მომავლის ასაშენებლად.

აღშფოთებას იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის კომენტარები "უკრაინიზაციის“ საფრთხესთან დაკავშირებით, რომლის წინააღმდეგაც, თითქოსდა აღნიშნული კანონპროექტი არის მიმართული.

ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ უპატივცემულო კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს. რეალური საფრთხე საქართველოსთვის რუსიფიკაციაა და არა მითური "უკრაინიზაცია“.

უკრაინა დაინტერესებულია საქართველოში მშვიდობიანი და მეგობრული ატმოსფეროთი, ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უახლესი ამბები