უკრაინა უკვე ემზადება ნატოს მოახლოებული სამიტისთვის, რომელიც ივლისშია დაგეგმილი და აშშ-ში გაიმართება. კიევს სურს, ალიანსში მიწვევა მიიღოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ვემზადებით ნატოს სამიტისთვის, რომელიც გაიმართება ამ ზაფხულს, ჩვენ გვჭირდება ძლიერი პოლიტიკური სიგნალი - ალიანსს არ უნდა ეშინოდეს საკუთარი ძალების და დაიმალოს საკუთარი საფუძვლებიდან. ყველა ქვეყანა, რომელიც იზიარებს საერთო ღირებულებებს და მზად არის რეალურად დაიცვას ისინი, იმსახურებს მოწვევას ალიანსში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ნატოს სამიტი 9-11 ივლისის პერიოდშია დაგეგმილი. ნატოს შექმნის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი ვაშინგტონში გაიმართება. შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა მოლოდინი, რომ ამ სამიტზე მიიღება გადაწყვეტილება უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ.