ლევან ბეჟაშვილი - არცერთ ოპოზიციონერ დეპუტატს არ აძლევენ კითხვის დასმის საშუალებას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ბეჟაშვილსაც დაატოვებინეს.

ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევენ.

"ბუნკერში ატარებენ კომიტეტის სხდომას. არცერთ ოპოზიციონერ დეპუტატს არ აძლევენ კითხვის დასმის საშუალებას. ჩემთან დაკავშირებით რატომ მიიღეს გაძევების გადაწყვეტილება, წარმოუდგენელია, როცა კომიტეტის თავმჯდომარე თავად უხეშად არღვევს რეგლამენტს და არ აძლევს სიტყვის საშუალებას კოლეგებს. მეორე, მქონდა უამრავი შეკითხვა და შენიშვნა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს კანონი არის რუსული კანონი. მაგრამ მათ არ სურთ ამ შეკითხვების მოსმენა. მათ აქვთ დავალება, რაც შეიძლება სწრაფად გააძევონ დეპუტატები, დაასრულონ სხდომა და კონტრაქციაზე გავიდნენ. ეს ხალხი გასულია კონსტიტუციური სფეროდან. მათთვის ივანიშვილი და რუსული დირექტივებია ხელისუფლების წყარო",  - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ.

ლევან ბეჟაშვილამდე სხდომა გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები