ლევან ბეჟაშვილი - არ უნდა დავხუჭოთ თვალი დემოკრატიის საგანგაშო უკან დახევაზე საქართველოში, გვჭირდება უფრო გადამწყვეტი ქმედებები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იმედისა და დასავლური რეფორმების სიმბოლო, ციხეშია, რადგან გაბედა ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია.

"ჩვენს საზღვრებში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი დემოკრატიის საგანგაშო უკან დახევაზე საქართველოში. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იმედისა და დასავლური რეფორმების სიმბოლო, ციხეშია, რადგან გაბედა ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მისი პოლიტიკური პატიმრობა ხაზს უსვამს იმას, რომ ავტორიტარული რეჟიმები არ შეწყვეტენ ოპონენტების გაჩუმებას და ხელისუფლებაში დარჩენის არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც მიხეილ სააკაშვილს რუსი ოლიგარქის ციხეში და არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც უკრაინელებს, როდესაც გმირულად იცავენ დემოკრატიას და სწირავენ სიცოცხლეს ბრძოლის ველზე.

მოგიწოდებთ, იგივე სიმამაცით ავიღოთ ევროპის დროშა, რომელიც დემოკრატიის, სამართლიანობისა და მჩაგვრელი რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა. ჩვენ გვჭირდება უფრო გადამწყვეტი ქმედებები, გარდა რეზოლუციებისა", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები