თინა ბოკუჩავა - ხელისუფლების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით უნდა შეზღუდოთ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა

თქვენ გეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის, ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის ეშინია. ხელისუფლების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, უნდა შეზღუდოთ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდული ნორმების მისაღებად გამჭვირვალობა არალეგიტიმური მიზანია.

"გამჭვირვალობა არ არის ლეგიტიმური მიზანი, შემზღუდველი ნორმების მისაღებად. თქვენ გეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის, ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის ეშინია და ხელისუფლების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, უნდა შეზღუდოთ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა, ეს არის რუსული და თქვენი კანონის მიზანი. რომელი სახელმწიფო უწყების ჩავარდნილი მუშაობის გამო გახდა დამატებითი და არასაჭირო რეგულაციების შემოღება? თქვენ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, ვერ ასაბუთებს არსებული საკანონმდებლო ბაზის ნაკლოვანებას, არაეფექტურობას ან ხარვეზებს, რაც ახალი ზომების შემოღებას გაამართლებდა. ხელისუფლების დაკარგვის შიშის გარდა, რა ლეგიტიმური მიზანი არსებობს, რომელსაც ათიათასობით მოქალაქე ეწინააღმდეგება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები