თინა ბოკუჩავა - ეს არის ივანიშვილის დაანონსებული რეპრესიები, ჰგონია, რომ ამით შეაშინებს ახალგაზრდებს, ან "ნაციონალურ მოძრაობას"

ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული რეპრესიები. ჰგონია, რომ ამით შეაშინებს ახალგაზრდებს, ან შეაშინებს "ნაციონალურ მოძრაობას", - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის ქმედებები მეტ ეფექტს მოახდენს ოპოზიციის კონსოლიდაციაზე.

"რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული რეპრესიები. რუსთაველის გამზირზე, სადაც პრაქტიკულად იკრიბებიან თავისუფალი და თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდები, რომლებიც იცავენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს, მათ დაუანონსა კონკრეტულად რეპრესიები, კონკრეტულად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ამას მოჰყვა ის უსასტიკესი ფიზიკური ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ, როდესაც მას სასიკვდილოდ იმეტებდნენ ივანიშვილის დავალებით სპეცსამსახურები და ახლა დიმა ჩიქოვანის მიმართ ფიზიკური ძალადობა და ასევე უამრავი ახალგაზრდა მიმართ, რომელსაც არ აქვს არანაირი პოლიტიკური კუთვნილება, არ არიან არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილმა დააანონსა რეპრესიები და ჰგონია, რომ ამით შეაშინებს ახალგაზრდებს, ან შეაშინებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"  ან რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს და ამას ექნება მხოლოდ და მხოლოდ უკუეფექტი, ეს უფრო მეტად მოახდენს ჩვენს კონსოლიდაციას, იმას რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, არა მხოლოდ რუსული კანონის წინააღმდეგ, არამედ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გუშინ საღამოს ფიზიკურად გაუსწორდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დიმიტრი ჩიქოვანს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს და "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, ყოფილ დიპლომატს გია ჯაფარიძეს. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები