ნინო ლომჯარია - ყველა ჩასაფრება და ყველა თავდასხმა ხდება სწორედ სამართალდამცავ უწყებებთან კოორდინაციით და მათი დახმარებით

ყველა ჩასაფრება და ყველა თავდასხმა ხდება სწორედ სამართალდამცავ უწყებებთან კოორდინაციით და მათი დახმარებით. ტერორის მიზანია ადამიანების დაშინება, - ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის "საქართველოს ევროპული ორბიტას" დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ძალა დაკარგა.

"ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ის ჩასაფრება და ყველა ის თავდასხმა ხდება სწორედ სამართალდამცავ უწყებებთან კოორდინაციით და მათი დახმარებით.

სხვათა შორის, ძალიან ნიშანდობლივი იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოსტიც, რომელიც შიგნიდან იცნობს სისტემას და პირდაპირ დაადანაშაულა აღნიშნული უწყებები, რომ მათი კოორდინაციით, მათი მხრიდან ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის გარეშე მსგავსი სქემები ვერ მოქმედებს.

ტერორის მიზანია ადამიანების დაშინება. ისინი არ არიან ძლიერები, ქმნიან ილუზიას, რომ იმაზე უფრო ძლიერები და საშიშები არიან, ვიდრე სინამდვილეში და ცდილობენ, რომ ამ ტერორის და შიშის განცდით დათრგუნონ საზოგადოებრივი პროტესტი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები