გიგა ბოკერია - ამ პროტესტმა უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი ისე, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ

ამ პროტესტმა უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი ისე, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველას და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების ვალია საპროტესტო აქციებზე გასვლა.

"ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს პროცესი - საქართველოს მომავლისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა - მიჰყავთ აქტივისტებს, სამოქალაქო ჯგუფებს, ახალგაზრდების ჯგუფს, პირველ რიგში. აი, ამ ჯგუფებმა გამოაცხადეს ხვალინდელი დღე დიდი შეკრების დღედ 19:00 საათზე რუსთაველზე და ამიტომ, ყველა ჩვენგანის, განსაკუთრებით, პოლიტიკოსების ვალია, ამაში მონაწილეობა მივიღოთ. ვიყოთ მზად განგრძობადი პროცესისთვის, მზად მთელ საზოგადოებასთან ერთად.  

ამ პროტესტმა უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი ისე, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები