ზელენსკი - სამშენებლო ჰიპერმარკეტში, რომელიც რუსებმა ხარკოვში დაბომბეს, 200-ზე მეტი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო

სამშენებლო ჰიპერმარკეტში, რომელიც რუსებმა დღეს ხარკოვში დაბომბეს, 200-ზე მეტი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. ცნობილია დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"რუსეთმა კიდევ ერთი სასტიკი დარტყმა მიაყენა ჩვენს ხარკოვს - სამშენებლო ჰიპერმარკეტს, დღეს, ზუსტად შუადღისას. უკვე ცნობილია, რომ ჰიპერმარკეტში 200-ზე მეტი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო.

ადგილზე უკვე მობილიზებულია ყველა სამსახური, რომელიც ემსახურება ადამიანების გადარჩენას და ხანძრის ჩაქრობას, რომელმაც მთლიანად მოიცვა შენობა, 10 ათასი კვადრატული მეტრი. ცნობილია დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსული დარტყმები შეუძლებელი იქნებოდა, უკრაინას რომ ჰქონოდა საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები და თანამედროვე საბრძოლო ავიაცია.

"ამიტომ მივმართავთ ყველა ლიდერს, ყველა სახელმწიფოს: ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი ზრდა და საკმარისი შესაძლებლობები რუსი ტერორისტების გასანადგურებლად.

ყოველდღე მოვუწოდებთ მსოფლიოს: მოგვეცით საჰაერო თავდაცვა, გადაარჩინეთ ხალხი. ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც არ მიიღება მხარდაჭერის შესახებ, ჩვენი ხალხის დანაკარგია", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამ დროისთვის ცნობილია 2 დაღუპულის და 11 დაშავებულის შესახებ, ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ხარკოვის ოლქის პროკურატურის სპიკერის დიმიტრი ჩუბენკოს განცხადებით, რუსული დაბომბვის დროს ხარკოვის სავაჭრო ცენტრში, აფეთქების ეპიცენტრში მყოფი ადამიანების რაოდენობა ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოყენებით დადგინდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები