მეუფე გრიგოლი - საქართველოს სწორ არჩევანზე ბევრი რამ იყო და დღესაც ბევრი რამ არის დამოკიდებული, ერები თავის ბედზე თვითონ არიან პასუხისმგებელი

ადამიანმა თვითონ უნდა გააკეთოს თავის საკეთებელი. თავისუფლება და კეთილდღეობა არ არის იმგვარი რამ, ვიღაცამ რომ ქველმოქმედების სახით მოგიტანოს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე გრიგოლის თქმით, ერები თავის ბედზე თვითონ არიან პასუხისმგებელი.

"ადამიანის ნების ღმერთის ნებასთან შეერთებაში მოდის განსაკუთრებული რამ, რასაც შეუძლია ადამიანს ახალი სიცოცხლე შთაბეროს, ყოველგვარ განსაცდელზე ამაღლდეს, დაუძლეველი დაძლიოს და გადაულახავი გადალახოს. არაერთხელ გვითქვამს, ისტორიულად რომ შევხედავთ ჩვენი ერის მიერ განვლილ გზას, თითქოს არ არსებობს არანაირი ლოგიკა იმაში, რომ რაღაც კანონზომიერებით დღეს უნდა არსებობდეს ქართველი ერი, არსებობდეს ქართული სახელმწიფო, მაგრამ საქართველო არის და საქართველო იქნება, ვიდრე საქართველოში იქნებიან ადამიანები, რომელთაც სწამთ ღმერთი, უყვართ ღმერთი და მზარდ არიან თავისი სიცოცხლე მიუძღვნან მის დიდებას.

დღეს არის 26 მაისი - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე, ეს დღე მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ განსაკუთრებული ისტორიული ღვაწლი აქვს საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, სამშობლოს წინაშე თავდადებისთვის ერისკაცთა არაერთი სასულიერო პირია წმინდანად აღიარებული, რომელნიც ჩვენი მეოხნი არიან წინაშე ღვთისა და სამაგალითონი არიან შთამომავლობისთვის.

1991 წლის 9 აპრილს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა თავისუფალი არჩევანი და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა აღდგენილად. აღდგენილად, რადგან საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს, ამიტომაც დღევანდელი 26 მაისი ჩვენს ყურადღებას მიაპყროს პირველი რესპუბლიკის მიმართ და კვლავინდებურად გვაიძულებს გავიაზროთ და გავიხსენოთ თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი საქართველოს ისტორიაში 1918 წლის 26 მაისს და 1991 წლის 9 აპრილს შორის. ამასთანავე, გავიხსენოთ ის მოვლენებიც, რამაც ჩვენ თვალწინ გაიარა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში 1991 წლის 9 აპრილიდან დღემდე. ამ გახსენებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, თითოეული თქვენგანის და დედა ეკლესიის ცხოვრებაში, მისი ხვალინდელი დღისთვის. ამ გახსენებას არსებითი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით იმ ნიშნით, რომ ერთმანეთისგან კარგად გავარჩიოთ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, წესითა და რიგით რთული არ უნდა იყოს ამის ანალიზი თუ რა ტრაგიკული შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს ასეთ საკითხებში გაურკვევლობა.

საქართველოს სწორ არჩევანზე ბევრი რამ იყო და დღესაც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ღმერთი არასოდეს გვტოვებს, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ ადამიანმა თვითონ უნდა გააკეთოს თავის საკეთებელი. თავისუფლება და კეთილდღეობა არ არის იმგვარი რამ, ვიღაცამ რომ ქველმოქმედების სახით მოგიტანოს, ერები თავის ბედზე თვითონ არიან პასუხისმგებელი და რაც კი რამ სიკეთე გაგვაჩნია, მოფრთხილება და შემდგომი გამრავლება სჭირდება. ჩვენი ქვეყნის განვითარების სულიერი ვექტორი იმ ღირებულებებზე დგას, ქრისტიანობიდან რომ არის ნასაზრდოები.

არსებობს საფრთხე, რომ ადამიანებმა ქრისტიანობა ვიწრო კლასობრივ და პოლიტიკურ, მაშასადამე, ერთგვარ ფსევდო-იდეოლოგიად აქციონ, რაც ყოვლად დაუშვებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში, ანუ ქრისტიანობის ამგვარი იდეოლოგიზების შემთხვევაში, შეიძლება გვქონდეს წმინდა წერილი, წმინდა კანონები, სრულდებოდეს საღვთისმსახურო რიტუალები, თუმცა აღარ გყავდეს ცოცხალი ღმერთი. ამგვარი იდეოლოგია იგივე რელიგიაა, თუმცა ცოცხალი ღმერთისა და მისი რწმენის გარეშე, რაც თავის მხრივ, უდიდეს საფრთხეს უქმნის ქრისტეს ეკლესიას, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ ცოცხალი სიტყვა მიიტანოს ადამიანებთან და იზრუნოს, რომ სუფევდეს ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სიყვარული და სათნოება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ცოცხალი ქრისტე შემოვიყვანოთ, დავაბრუნოთ ჩვენს ცხოვრებაში, რამეთუ უნივერსალურ ენას, რომლითაც ღმერთი გვესაუბრება სინდისი ჰქვია და ეს არის ადამიანის ადამიანობის ქვაკუთხედი. დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ სინდისის ხმა არ გაქრეს ადამიანში, თორემ იგი დაკარგავს მორალურ საზომს, დაკარგავს ეთიკურ, ზნეობრივ, ეროვნულ ღირებულებებს და ერთგვარ უთავბოლო არსებად იქცევა, რა დროსაც მისთვის მნიშვნელობას კარგავს პიროვნება, ადამიანი, სამშობლო", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.  

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები