მეუფე გრიგოლი - არ იფიქროთ, რომ განსაცდელი მხოლოდ უბედური შემთხვევაა, განსაცდელია ასევე დიდი თანამდებობა

არ იფიქროთ, რომ განსაცდელი მხოლოდ უბედური შემთხვევაა. განსაცდელია ასევე დიდი თანამდებობა. ძალიან ადვილად შეიძლება არაადეკვატური გახდეს ის, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის მარტივად მისახვედრია.  იმ ღირებულებებში უნდა ვიცხოვროთ, რაც დროსთან ერთად არ გაუფასურდება, - ამის შესახებ  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.

"ეკლესიაში, როგორც საგანძურში დაცულია კაცთა მოდგმის გადარჩენის საიდუმლო. ეს საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ იცნობდე ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, რადგან ღმერთის გარეშე გაუგებარია, რა არის ადამიანისთვის საუკუნო სიცოცხლე. 

ყოველი ადამიანი, ვინც ქრისტეს მიენდობა და რწმენაში დადგება, ის სძლევს წუთისოფელს. წუთისოფელში ძალიან ბევრი რამ არის მომხიბლავი და მაცდური, ეკლესია გვაფრთხილებს, რომ საზღვარი დავუდოთ ჩვენს სურვილებს. განსაცდელის ჟამს ადამიანი ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც არ არის მისაღები. აქ მთავარი გაფრთხილებაა, რომ არ შეგეშინდეთ.

ღმერთის გარეშე ადამიანები ძალიან დიდი განსაცდელების წინაშე იქნებიან. არ იფიქროთ, რომ განსაცდელი მხოლოდ უბედური შემთხვევაა. განსაცდელია ასევე დიდი თანამდებობა. ძალიან ადვილად შეიძლება არაადეკვატური გახდეს და ის, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ადვილად გასაგები და მისახვედრია, რეალობას მოწყვეტილი ადამიანებისთვის, რომლებიც გადიან საზღვრებიდან - გაუგებარი ხდება. ამიტომ, ფრთხილად ვიყოთ. ბოროტი სული ადამიანისგან ითხოვს თაყვანისცემას. იმ ღირებულებებში უნდა ვიცხოვროთ, რაც დროსთან ერთად არ გაუფასურდება. ადამიანი სარკეში რომ იყურება, ყოველი ახალი ნაოჭი აფიქრებს და აშინებს, ასაკი აშინებს ადამიანს და ვისაც კარგად ესმის ცხოვრების არსი, ის ქრისტეს სწავლების პრიზმაში განიხილავს ამ ყველაფერს. 

გვახსოვდეს, რომ ქრისტესთან ერთად ვძლევთ ყველაფერს", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები