თერჯოლაში ახლად რეაბილიტირებული მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრი გაიხსნა

31 მაისს ქ.თერჯოლის ახლად რეაბილიტირებული ა(ა) იპ  მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად, იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრის განახლებულ დარბაზში მოეწყო მხატვრული ღონისძიება სახელწოდებით "სიყვარულის მემკვიდრეობა“. ღონისძიების დასასრულს, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, ცენტრის ყოფილ დირექტორებს დამსახურებული  ჯილდოები გადასცეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ბარათაშვილმა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის რეაბილიტირებული სივრცე.

პროექტი რგფ-იდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, მისი საერთო ღირებულება 310 000 ლარია, კეთილმოწყობის სამუშაოები კი შპს "იდეალმშენმა" ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები