რომან გოცირიძე - ერთიანი სია შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ რაც არ გამოდის, ამაზე დრო არ უნდა დაიკარგოს

ერთიანი სია შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ რაც არ გამოდის, ამაზე დრო არ უნდა დაიკარგოს, უნდა შევეშვათ და ოპოზიციურ ფლანგზე დამატებითი კამათის საფუძველს ნუ შევქმნით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დრო იმაზე არ უნდა დაიკარგოს, რაც არარეალურია.

"ძალიან ძნელია იმის თქმა, ერთი თუ სამი საარჩევნო სიაა კარგი. დრო იმაზე არ უნდა დაიხარჯოს, რაც ნაკლებად რეალურია. არიან პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი სია არ უნდათ. ერთი სია არ უნდათ "ნაცმოძრაობიდან" გამოყოფილ ახალ პარტიას, ასევე გახარიას, რომელმაც ქარტიას ხელი არ მოაწერა და არ მგონია, მაინც და მაინც "ლელოც" იკლავდეს თავს. რისი ალბათობაც ნაკლებია, უნდა შევეშვათ და ოპოზიციურ ფლანგზე დამატებითი კამათის საფუძველს ნუ შევქმნით. ერთიანი სია შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ რაც არ გამოდის, ამაზე დრო არ უნდა დაიკარგოს", – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები