იოსებ ბაბაევი - ეს არის უმსგავსო საქციელი მოსამართლის მხრიდან

ეს არის უმსგავსო საქციელი მოსამართლის მხრიდან. ამას მარტო მე არ ვამბობ, ეს ნახა საზოგადოებამ, დაინახა საზოგადოებამ, თუ როგორ დევნიან პოლიტიკური ნიშნით კრიტიკულად მოაზროვნე ხალხს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა და სამოქალაქო აქტივისტმა იოსებ ბაბაევმა სააპელაციო სასამართლოს მიერ პროკურატურის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო გავლენის ქვეშაა მოქცეული.

"ეს არის უმსგავსო საქციელი მოსამართლის მხრიდან. მე არ მეგონა, სიმართლე გითხრათ, თუ სააპელაციო სასამართლო ასე მოხვდებოდა, ასეთი სტრუქტურა მოხვდებოდა გავლენის ქვეშ. ამას მარტო მე არ ვამბობ, ეს ნახა საზოგადოებამ, დაინახა საზოგადოებამ, თუ როგორ დევნიან პოლიტიკური ნიშნით კრიტიკულად მოაზროვნე ხალხს. ანუ კრიტიკულად მოაზროვნე ხმა უნდათ რომ გააჩუმონ. რუსეთისკენ მიგვაქანებენ და უნდათ რუსული რეჟიმი, რუსული მმართველობა, რუსული რეპრესიები, ეს ფაქტია", - განაცხადა იოსებ ბაბაევმა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ იოსებ ბაბაევის პირადი ჩხრეკისას, გამოძიების ვერსიით, ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი უკანონოდ ცნო, ხოლო მანქანიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია. მოსამართლე ახალბედაშვილის გადაწყვეტილებით პროკურატურას შეწყვეტილი გამოძიების განახლებისა და მისთვის ბრალის წაყენების საშუალება ეძლევა.

იქამდე გორის სასამართლოს მოსამართლე დარბაიძემ უკანონოდ მიიჩნია შიდა ქართლის პოლიციის მიერ ავტომობილისა და პირადი ჩხრეკა, ასევე, ტანსაცმლის ამოღება და ბაბაევი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლა.