იოსებ ბაბაევი - ეს არის სუფთა პოლიტიკური ანგარიშსწორება, ნადირებივით მეცნენ, დამადეს ბორკილები და ზედ შემდგნენ

ბიზნესმენის და სამოქალაქო აქტივისტის იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ წარდგენილი მტკიცებულებები მოსამართლემ დაუშვებლად გამოაცხადა.

როგორც მისი უფლებადამცველი კახა კალმახელიძე აცხადებს, განაჩენს პროკურატურა, სავარაუდოდ, გაასაჩივრებს.

"სასამართლომ მიიღო ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება და ჩხრეკა ცნო უკანონოდ. ეს ნიშნავს, რომ იოსებ ბაბაევი მართალია და უნდა გამოუშვან. პროკურატურა, ალბათ, გაასაჩივრებს. დღესვე უნდა გამოუშვან, მაგრამ ოფიციალური ვადა დაკავების აქვთ 72 საათი, რომელიც ხვალ გადის", - განაცხადა  ადვოკატმა კახა კალმახელიძემ.

რაც შეეხება თავად იოსებ ბაბაევს, ის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.

"ეს არის სუფთა პოლიტიკური ანგარიშსწორება. ოპერაციას ვინც ხელმძღვანელობდა, ის არის შეჩვეული ამ ჩადებებს. რომ მოვარდა, მაგ დროს მიშა ვიცანი და შუშების დახურვა დაიწყო. რომ გავაღე კარი, გადმომაგდეს, ნადირებივით მეცნენ, დამადეს ბორკილები და ზედ შემდგნენ. ჩემზე იხტუნავეს, გადამიარეს ისე მცემდნენ. თავს მაწევინებდნენ და მირტყამდნენ ფეხით. გამახსენდა კადრები, ორი გვამი მინდაო. სილურჯეები მინდა, სილურჯეებიო და ფოტოებს მიღებდნენ. მცემდნენ და თან მიღებდნენ ვიდეოს", - განაცხადა იოსებ ბაბაევმა სასამართლოზე.

ბაბაევი გუშინ 236-ე მუხლით - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, სავარაუდოდ, ხვალ კი ის დაწესებულებას დატოვებს.   