გიგა ბოკერია - "ევროპული საქართველო" იწყებს კონსულტაციების პროცესს ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირების ამოცანით

საკვანძოა, მოქალაქეთა უმრავლესობა ხედავდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის ალტერნატივა არ არის დღევანდელი "ნაციონალური მოძრაობა". "ევროპული საქართველო" იწყებს კონსულტაციების პროცესს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირების ამოცანით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ალტერნატივას არა ანტიდემოკრატიული ძალა, არამედ დემოკრატიული გაერთიანება წარმოადგენს.

"როგორც რეჟიმის ცვლილების, ისე შემდგომი სისტემური გარდაქმნის ამოცანებისთვის, საკვანძოა, მოქალაქეთა უმრავლესობა ხედავდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის ალტერნატივა არ არის დღევანდელი "ნაციონალური მოძრაობა", სადაც არ არსებობს დემოკრატიული ტრადიცია, სადაც არ არსებობს ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთან და გუნდთან.

"ევროპული საქართველოს"  აზრით, იმისთვის, რომ ამომრჩევლის რაციონალურ წუხილს უპასუხონ და მათი ენერგია ცვლილებების ენერგიად იქცეს, მოქალაქეების დარწმუნება სჭირდებათ, რომ ხელისუფლების ალტერნატივას არა ანტიდემოკრატიული ძალა, არამედ დემოკრატიული გაერთიანება წარმოადგენს, რომლის წევრებიც ოლიგარქიულ, ანტიდემოკრატიულ თამაშის წესებს მკაფიოდ უარყოფენ. 

ამ გარემოებებში, სწორ ნაბიჯად მიგვაჩნია ისეთი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის შექმნა, რომელიც ერთი მხრივ რუსულ რეჟიმს დაამარცხებს, ხოლო მეორე მხრივ - სწრაფად იმოქმედებს იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელთა ნაწილიც პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ "ქართულ ქარტიაშია" წარმოდგენილი.

ამიტომ, "ევროპული საქართველო" იწყებს კონსულტაციების პროცესს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირების ამოცანით, რომელიც დაამარცხებს რუსულ რეჟიმს და მას დემოკრატიული, ევროპული ალტერნატივით ჩაანაცვლებს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები