ირაკლი კობახიძე - 2024 წელს უკვე 365 000 ახალი ბენეფიციარი გვეყოლება, საიდანაც 130 000-ს ცენტრალური წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია

2024 წელს 365 000 ახალი ბენეფიციარი გვეყოლება, საიდანაც 130 000-ს ცენტრალური წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, გაზიფიკაციის ნაწილშიც გრძელდება მნიშვნელოვანი სამუშაოები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მისი თქმით, გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულდა 63 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9 000-ზე მეტი ოჯახისთვის.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის ნაწილში წყალმომარაგება. გეგმის მიხედვით გრძელდება მუშაობა, ამოცანაა, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქი იყოს უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით. 2024 წელს უკვე 365 000 ახალი ბენეფიციარი გვეყოლება, საიდანაც 130 000-ს ცენტრალური წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც უკვე ამ წლის ბოლომდე გვექნება.

გაზიფიკაციის ნაწილშიც გრძელდება მნიშვნელოვანი სამუშაოები, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა 63 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9 000-ზე მეტი ოჯახისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები