ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გალა-კონცერტი "აფხაზეთისთვის“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გალა-კონცერტი „აფხაზეთისთვის“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მაყურებლის წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, ოსეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ნართები“, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სხვა შემსრულებლები წარდგნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და აჭარაში მცხოვრები აფხაზები ესწრებოდნენ.

კონცერტი აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა, რომელიც 23 მაისს „აფხაზეთის დღეს“ დაიწყო და სექტემბერში გამყოფ ხაზთან დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები