ნინო ლომჯარია - დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა

რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ,  მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს.

"დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს.

შესაბამისად, მედია საშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით", - წერს ლომჯარია.

„დღეს დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს "ტვ პირველი" 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას. ასევე ჩანს, როგორ უღებს ფარულად კადრებს სახლის ეზოს. სახლში ამ დროს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის შვილები - 6 წლის გაბრიელი და 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი. მეგობრებო, დამეთანხმებით, ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!“, - წერს ნინო გიორგობიანი.

მსგავსი სიახლეები