ციციშვილის კლინიკაში რეანიმაციაში მყოფი 25 პაციენტიდან 18 ჩვილია

ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. 

კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ჩვილი აპარატიდან მოხსნილია. ამასათან, მაია ჩხაიძე აღნიშნავს, რომ მათ კლინიკაში ადგილები აღარ არის.

"გუშინ საღამოს შემდეგ ადგილები აღარ გვაქვს. პრაქტიკულად, გაჩერებული ვართ. 90 ბავშვი წევს და 64 მშობელი. რეანიმაციაში 25 პაციენტია და აქაც გაჩერებული გვაქვს მიღება. 

25 პაციენტიდან 18 ჩვილია. აქედან ერთი ჩვილი, რომელიც სამი კვირის განმავლობაში სუნთქვის აპარატზე იყო, მოვხსენით. მისი მდგომარეობა სტაბილურია. რასაკვირველია, მკურნალობა სჭირდება, მაგრამ ამჟამად სატურაციას და სხვა პარამეტრებს ნორმალურს უჩვენებს. ასე რომ, მდგომარეობა გაუმჯობესებულია", – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები