ბორჯომში 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

ბორჯომში 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დევი ჩადუნელისა და შალვა გაბუნიას სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად, ახალდაბის იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ილიამ (ესართია) პანაშვიდი გადაიხადა.  

დევი ჩადუნელი წარმოშობით ახალდაბელი იყო, შალვა გაბუნია კი ახალდაბას ხშირად სტუმრობდა. მათი სულების უკვდავსაყოფად ახალდაბაში მემორიალი აღიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველწლიურად სტუმრობენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები