გურამ როგავა - სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს "რუსთავი 2"-ზე

გურამ როგავა "რუსთავი 2"-დან წავიდა. როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, დღეს ამ არხზე საკუთარ თავს ვერ ხედავს.

"მადლობა “რუსთავი 2”-ს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის. 

მადლობა ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ორი წლის განმავლობაში ჩემს პროფესიულ განვითარებაზე გულწრფელად ზრუნავდა, მეხმარებოდა და მაძლიერებდა. 

სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე, - ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი. 

ცვლილებების დროა! 

მადლობა მაყურებელს, რომელიც გადაცემა P.S.-ის მოულოდნელი გაუჩინარების გამო, წუხილს მიზიარებდა, მამხნევებდა და ჩვენი გუნდის ეთერში დაბრუნების იმედს გამოთქვამდა.

მეამაყება თითოეული გადაცემა, რომელიც ამ მოკლე დროში მოვამზადეთ.

ბოდიში იმის გამო, რომ ვერ დავაბრუნე “პოსტსკრიპტუმი”, რომლის ამბიციაც იყო ეჩვენებინა შეუნიღბავი რეალობა და დამდგარიყო ხალხის გვერდით. 

მჯერა, იგივე ამბიციით მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ეს “რუსთავი 2”-ზე არ მოხდება! 

დროებით!", - წერს გურამ როგავა.

5 ივლისის მოვლენების შემდეგ გურამ როგავამ მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ეთერშიც და მედიის მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზეც დააფიქსირა, რამდენიმე დღეში კი "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, როგავა ამის გამო "რუსთავი 2"-დან გაუშვეს, თუმცა მაშინ ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია უარყო. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fguram.rogava%2Fposts%2F10208315753768547&show_text=true&width=500" width="500" height="444" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>