1 500-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში - უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 467 320 (+1 510) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 16.08.26-მდე: ტანკები – 12 270 (+1), ჯავშანტექნიკა – 25 151 (+7), საარტილერიო სისტემები – 48 007 (+75), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 034 (+8).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 570 (+2), თვითმფრინავები – 439 (+0), ვერტმფრენები – 354 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 257 (+16); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 463 404 (+1 920), ფრთოსანი რაკეტები – 5 007 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 134 851 (+476), სპეციალური ტექნიკა – 4 535 (+7).





