Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

14 ტანკი, 15 საარტილერიო სისტემა, 2 000-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
577
Frontnews
14 ტანკი, 15 საარტილერიო სისტემა, 2 000-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში - რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 643 580 (+2 091) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 26.11.26-მდე: ტანკები – 12 507 (+14), ჯავშანტექნიკა – 25 974 (+22), საარტილერიო სისტემები – 52 801 (+15), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 301 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 769 (+0), თვითმფრინავები – 452 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 3 220 (+3); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 620 013 (+597), ფრთოსანი რაკეტები – 5 278 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 36 (+1). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 179 599 (+515), სპეციალური ტექნიკა – 4 937 (+5).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები